ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი *
პაროლი*

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

წესები და პირობები

ხელშეკრულება მაღაზიაში მოქმედ წესებზე და პირობებზე

ინტერნეტ მაღაზია masks.ge -ის სახით (შემდგომში გამყიდველი), აქვეყნებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც წამოადგენს საჯარო ხელშეკრულებას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართებაში (შემდგომში მყიდველი).

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს და მიიღოს ინტერნეტ მაღაზიაში masks.ge შეკვეთილი საქონელი

მუხლი 2. ხელშეკრულების დადების პირობები
2.1 ამ ხელშეკრულების ტექსტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
2.2 გამყიდველთან ნივთის შეძენაზე შეკვეთის გაფორმების ფაქტი წარმოადგენს ამ ხელშეკრულებასთან უსიტყვო თანხმობას და მყიდველი ავტომატურად განიხილება როგორც პირი, რომელმაც დადო ეს ხელშეკრულება მაღაზია masks.ge -სთან.
2.3 ნივთზე შეკვეთის გაფორმება და გადახდები ხდება მყიდველის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში masks.ge შესაბამის გვერდზე შეკვეთის გაფორმების გზით.

მუხლი 3. საქონლის მახასიათებლები
3.1 იმის გამო, რომ კომპიუტერის მონიტორების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავდება ერთმანეთისგან, საქონლის რეალური ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე ნაჩვენები ფერისგან.
3.2 ზოგიერთ შემთხვევაში, საქონლის მახასიათებლები და გარეგნული შესახედაობა, შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული აღწერილობებისგან.

მუხლი 4. საქონლის ფასი
4.1 ინტერნეტ მაღაზიაში ფასები მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ერთი ან რამოდენიმე ერთეულისთვის.
4.2 ტარიფები მაღაზიაში მოქმედ მომსახურებაზე  მითითებულია ყველა საქონლისთვის ცალკე, მისი მახასიათებლების შესაბამისად.
4.3. შეკვეთის დაჯამებული საფასური ჩანს განყოფილებაში „კალათა“ სტრიქონში „ჯამი“.

მუხლი 5. გადახდა
5.1 ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში ყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის საფასური მისი მიწოდების თანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს შესყიდვის დამადასტურებელი ინვოისი ან სხვა საბუთი.
5.2 უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში, მყიდველის ვალდებულება საქონლის საფასურის გადახდაზე ითვლება შესრულებულად მას შემდეგ, რაც იგი გადარიცხავს გადასახდელი თანხის 100%-ს (ასი პროცენტი) საიტზე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
5.3 უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში მყიდველის მიერ თანხის გადახდის 5 დღეზე მეტად დაყოვნება ჩაითვლება ამ ხელშეკრულების უხეშ დარღვევად და გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველს აცნობოს შეკვეთის გაუქმების შესახებ.
5.4 საქონელი მყიდველს მიეწოდება იმ ფასის, სახელწოდების და რაოდენობის მიხედვით, რაც ასახულია მყიდველის მიერ გადახდილი თანხის შესაბამის ინვოისში.

მუხლი 6. მიწოდება
6.1 მყიდველისთვის საქონლის მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე და ვადებში (საკურიერო ფირმის ან საქართველოს ფოსტის მიწოდების ვადების სიზუსტეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს) ან მყიდველს თავად გააქვს საქონელი დადგენილი წესებით საიტზე მითითებული ადგილიდან.
6.2 მიწოდების ზუსტ საფასურს ადგენს საიტის ადმინისტრაცია და მას ეთანხმება მყიდველი შეკვეთის გაფორმების დროს. შეკვეთის გაფორმების დასრულების შემდეგ, მიწოდების საფასურის შეცვლა დაუშვებელია.
6.3 მყიდველის გამოუცხადებლობა ან საქონლის მიღებისათვის აუცილებელი პროცედურებისგან თავის არიდება (არ დახვედრა მითითებულ მისამართზე), რაც მყიდველის მხრიდან ხელს შეუშლის საქონლის დროულად მიწოდების პროცესს, გამყიდველის მიერ განხილული იქნება როგორც უარის თქმა შეძენილ საქონელზე და ამ ხელშეკრულების დარღვევა.

მუხლი 7. საქონლის გარანტია
7.1 ინტერნეტ-მაღაზია masks.ge-ში განთავსებულ ნებისმიერ პროდუქტს გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
7.2 ნივთის საექსპლოტაციო ვადას ადგენს მწარმოებელი ფირმა. ვადა მითითებულია საქონლის შეფუთვაზე.

მუხლი 8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1 გამყიდველი ვალდებულია:
8.1.1 არ გაასაჯაროს მყიდველის არანაირი პირადი ინფორმაცია და არ მისცეს მესამე პირს წვდომა ამ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული შემთხვევებისა.
8.1.2 მისცეს მყიდველს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სატელეფონო კონსულტაციით ტელეფონზე, რომელიც მითითებულია საიტის masks.ge მთავარ გვერდზე. კონსულტაციის მოცულობა განისაზღვრება კონკრეტულ კითხვებზე პასუხებით, რომელიც შეეხება შეკვეთის სწორად გაფორმებას.
8.1.3 გამყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს ეს ხელშეკრულება მისი დადების მომენტამდე.
8.2 მყიდველი ვალდებულია:
8.2.1 ხელშეკრულების დადებამდე დაწვრილებით გაეცნოს ამ ხელშეკრულების პირობებს, მიწოდების და გადახდის პირობებს, რომლებიც გამოქვეყნებულია საიტზე masks.ge
8.2.2 მიაწოდოს გამყიდველს სრული ინფორმაცია საკუთარ თავზე (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქონლის მისაწოდებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი) და საქონლის მიწოდებისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები.
8.2.3 მიიღოს და გადაიხადოს საქონლის საფასური საიტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადებში.

მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობები და დავების გადაწყვეტა
9.1 მხარეები პასუხისმგებელი არიან ამ ხელშეკრულების არ ან არასათანადო შესრულებაზე საქართველოს არსებული კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
9.2 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი იმ შეკვეთის მიწოდებაზე, რომლის მიწოდების მისამართი მყიდველმა არასწორად მიუთითა შეკვეთის გაფორმების დროს.
9.3 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი, თუ მყიდველის მოლოდინი საქონლის სამომხმარებლო პარამეტრებზე არ გამართლდა.
9.4 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი საქონლის მიწოდების დროს მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა.
9.5 მყიდველი, აფორმებს რა შეკვეთას, პასუხისმგებელია საკუთარ თავზე მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე და ამავ დროს ადასტურებს, რომ გაეცნო და სრულად ეთანხმება ამ ხელსეკრულებას.
9.6 ყველა დავა და უთანხმოება, წარმოშობილი მხარეების მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების დროს, წყდება მოლაპარაკებების გზით. თუ დავის მოგვარება ამ გზით ვერ მოხერხდა, მხარეებს უფლე აქვთ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ სასამართლოს.

მუხლი 10. საქონლის დაბრუნება და გაცვლა
10.1 მომხმარებელს საშუალება ექნება გადაცვალოს პროდუქცია შეძენიდან 3 დღის განმავლობაში, ნივთის უკან დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 1 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არის იდეალურ მდგომარეობაში. პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია პროდუქტზე გაცემული დაუზიანებელი ინვოისის წარდგენის შემთხვევაში. გახსნილი ან სასაქონლო სახე დაკარგული ნივთის გადაცვლა ან დაბრუნება აკრძალულია.
10.2 საქონლის გაცვლის ან დაბრუნების შეტყობინების გაგზავნა ხდება საიტზე masks.ge არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით.
10.3 გამყიდველი არ ანაზღაურებს მყიდველის მიერ გაწეულ შემდეგ სატრანსპორტო ხარჯებს:
1. გაცვლის ან დაბრუნების დროს გაწეულ სატრანსპორტო ხარჯებს.
2. საქონლის შეძენის დროს მისი მიწოდების სატრანსპორტო ხარჯებს (თუ ასეთ იყო).

მუხლი 11. ფორსმაჟორული სიტუაცია
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა (გადაულახავი სიტუაცია). გადაულახავ სიტუაციებში იგულისხმება საგანგებო და განსაკუთრებული მდგომარეობები, რომლებიც ხელს უშლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.ასეთებს განეკუთვნება სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ), საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები (საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, მსხვილი გაფიცვები, ეპიდემიები და ა.შ.), სახელმწიფოს მიერ შემოღებული ამკრძალავი ზომები (გადაზიდვების აკრძალვა, სავალუტო შეზღუდვები, საერთაშორისო სანქციები და ა.შ.). ასეთი სიტუაციების მოქმედების პერიოდში მხარეები არ უყენებენ ერთმანეთს პრეტენზიებს და ყოველი მათგანი იღბს საკუთარ რისკს თავის თავზე ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე.

მუხლი 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 ეს ხელსეკრულება ძალაში შედის საიტზე masks.ge შეკვეთის გაფორმების დასრულების თანავე და ძალაშია მანამ, სანამ მხარეები არ შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

მუხლი 13. ინტერნეტ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საიტი: http://masks.ge
ტელეფონი: 555-588-450
მისამართი: თბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ
საბანკო ანგარიში: სს „თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი - TBCBGE 22
ა/ა GE93TB7006045061100073

 

კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@masks.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები