ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი *
პაროლი*

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

ნიღბების სახეობები

 
 კანის თითეული ტიპი უნიკალურია, იქნება ეს მშრალი, ცხიმიანი  თუ დაბერებული, და თითოეულს განსხვავებული მოვლის ხერხი სჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში იყოს. სახის ნიღბების დახმარება ამ შემთხვევაში დაუფასებელია,.

რადგან მათ შეუძლიათ თქვენი კანის აუცილებელი მკვებავებით უზრუნველყოფა. კოსმეტიკის ფართო არჩევანი შესაბამისი ნიღბის შერჩევას ართულებს. ამ სტატიაში დეტალურად აღვწერთ რამდენიმე ნიღბის სახეობას, თიხის ნიღბებიდან დაწყებული, მოდაში შემოსული ფირფიტის ნიღბებით დამთავრებული, და დავაკონკრეტებთ თუ რას შვება თითოეული და რომელია საუკეთესო თქვენი კანის ტიპისთვის.

თიხის და ნახშრის ნიღბები

თიხის ნიღაბი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული. თუ თქვენი კანი არის ცხიმიანი ან აკნეთი დაავადებული, თიხის და ნახშრის ნიღბები საუკეთესო არჩევანი იქნება. გოგირდს და ნახშრს კანიდან ამოყავთ ყველანაერი ჭუჭყი და ღრმად აღწევენ ფორებში. შედეგად კანი არის სუფთა და განახლებული. ამის მიუხედავად, თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი უმჯობესი იქნება ასეთი ნიღბებისგან თავის შორს დაჭერა, რადგან ისინი გამაგრებისას კანს უფრო აშრობენ. ზოგადად  კარგი იქნება თუ ნიღაბს დამატენიანებელი ფუნქციაც ექნება.

 

ამქერცლავი ნიღბები

ამქერცლავი ნიღაბი სახიდან აშორებს მკვდარი კანის უჯრედებს, ზედაპირზე კი რჩება რბილი, გლუვი და მბზინვარე კანი.   ამქერცლავ ნიღბებს შეუძლიათ სასწაულის მოხდენა თქვენს კანზე და ისინი სასარგებლოა ყველანაერი ტიპის კანისთვის. ამ ნიღბის გამყენებისას მშრალი კანი იჭიმება და ნათდება, ნელდება დაბერება, ცხიმიანი კანიდან ზედმეტი ცხიმი შრდება, აკნეთი დაავადებული კანი კი გამოჯანსაღების გზაზე დგება.

ფირფიტის ნიღბები

ფირფიტის ნიღბები ერთჯერადი ნიღბებია, წინასწარდაჭრილი ბოჭკოს ან გელის, რომელიც გაჟღენთილია მკვებავებით და კოლაგენის მოსამატებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა რეტინოლი და პეპტიდები. თუ თქვენ გინდათ კონცენტრირებული ინგრედიენტების ღრმად კანში შეყვანა და ნაოჭების გაქრობა, ეს სწორედ ის არის, რასაც ეძებთ. მართალია ფირფიტის ნიღბები კანს ჭიმავს და მეტ ბზინვარებას აძლევს, მაგრამ მას არ გამოიყენებენ დეტოქსიკაციის და ფორების გაწმენდისთვის. თუ თქვენ კანის საფუძვლიანად გაწმენდა გინდათ, მიმართეთ თიხის ან კანის ასაქერცლ ნიღბებს. საბოლოო ჯამში, ფირფიტის ნიღბები თქვენს კანს ტოვებს გლუვს, დატენიანებულ და რბილს. ასევე სცადეთ თვალის ქვეშ დასადები ნიღბები. ეს იგივე პატარა ფირფიტის ნიღბებია, რომელიც თქვენს დაღლილ თვალებს კარგ ელფერს მისცემს.

დამატენიანებელი ნიღბები

კანის ჰიდრატირებულად დატოვება არის აუცილებელი ტლანქი, მშრალი და უხეშ კანის თავიდან ასაცილებლად. დამატენიანებელი ნიღბები ანელებენ დაბერებას და კარგია ყველა ტიპის კანისთვის.

კოფეინის ნიღბები

როგორც კოფეინი ერთ ჭიქა ყავაში გაფხიზლებთ ყოველ დილას, ზუსტად იგივეს შვება კოფეინი კოსმეტიკურ პროდუქტებში. კოფეინის შემცველი სახის ნიღბები კანს უფრო ნათელს ხდის, ამცირებს აკნეს და თვალის ქვეშ ბნელ და ჩამოწელილ კანს კურნავს. ის ასევე ამაგრებს კანს და მას უფრო გლუვს ხდის.

კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@masks.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები