ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი *
პაროლი*

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!


არის თუ არა იდეალური კანი ბუნების მიერ ბოძებული საჩუქარი თუ ის რეგულარულად მოვლის შედეგია? რა თქმა უნდა ვიღაცას გაუმართლა, მაგრამ უმეტესობა სასურველ შედეგს აღწევს სხვადასხვა პროცედურების და კოსმეტიკის, მაგალითად ნიღბების საშუალებით.

ზუსტად ისინი, თავისი მაღალკონცენტრაციის მქონე კომპონენტების, და მათი საკმაოდ დიდხნიანი მოქმედების საშუალებით, ხელს უწყობენ სახის კანის კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, იქნება ეს სიმშრალე, ცხიმიანობა, ფორების გაწმენდა, გაღიზიანებული ზედაპირი, შეშუპება თუ ნაოჭები.

მაგრამ სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია ამ საშუალებების სწორად შერჩევა.

ვმუშაობთ შედეგზე

პირველ რიგში სასურველია გაარკვიოთ როგორი შედეგის მიღება გსურთ. ნაოჭების შემცირება, კანის მზისგან დაცვა თუ აკნეს საწინააღმდეგო საშალების პოვნა? კატალოგში ამისთვის არის ფილტრები, უბრალოდ უნდა აირჩიოთ ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ და სისტემა მისი მოგვარების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

კანის ტიპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

სახის ნიღბის არჩევანზე პირდაპირ დამოკიდებულია თუ რა ტიპის კანი გაქვთ.

მაგალითად, ცხიმიანი კანისთვის კარგია საშუალებები, რომლებიც შეიცავს გლიცერინს და კაოლინს.  ამ კომპონენტებს მწყობრში მოყავთ ჯირკვლების მოქმედება და შთანთქავენ ზედმეტ ცხიმს.

მშრალი კანის დასატენიანებლად რეკომენდირებულია მცენარეული ზეთები, რომლებიც ღრმად შედის კანში და კვებავს მას.

კომბინირებული კანის მოვლა ადვილი არ არის, მაგრამ მისთვისაც შეიძლება შესაფერისი საშუალების არჩევა, მაგალითად ბალახის ან ხილის მჟავის.

ნორმალურ კანსაც ჭირდება კვება. მისთვის არის ნიღბები ვიტამნებით, მკვებავები.

გარკვეული კანის ტიპის შესაფერისი ნიღბის საპოვნელად, გამოიყენეთ კატალოგის ფილტრი „კანის ტიპი“.

ყველა ასაკობრივი ჯგუფის კანს თავისებური მოვლა ჭირდება

25 წლამდე კანი, როგორც წესი, მკვრივი და მბზინვარეა და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაოჭების გაჩენა და სიმკვრივის დაკარგვა, აუცილებელია მკვებავების გამოყენება.


30 წლიდან ეპიდერმისში მცირდება ჰიალურონის მჟავის წარმოება, რის გამოც წყლის ბალანსი ირღვევა. ამის შედეკად კანი ხდება ნაკლებად მკვრივი, ჩნდება ნაოჭები. ამ დროს საუკეთესოა აღმდგენი და გამაჯანსაღებელი ნიღბები.

35 წლიდან ნიღბების გამოყენება აუცილებელია კვირაში მინიმუმ ორჯერ, ძირითადად გამაახალგაზრდავებელი საშუალებების მოხმარება. ეცადეთ ძირითადად გამოიყენოთ დამატენიანებელი და კანის დაჭიმავი პროდუქტები.

40 წლიდან ქსოვილში კოლაგენი სულ უფრო მცირდება, საჭიროა სახის ოვალის კორეკტაცია. სალონის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებთან ერთად რეკომენდირებულია ხშირად გამოიყენოთ დამატენიანებელი, კოლაგენის შემცველი ნიღბები.

45-50 წლის მომხმარებლისთვის რეკომენდირებულია მეტად კონცენტრირებული გამახაალგაზრდავებელი ნიღბები, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ღრმა ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს. უპირატესობა მიანიჭეთ ასაძრობ ნიღბებს, რომელშიც შედის ბუნებრივი ზეთები, კოლაგენი, ჰიალურონიკის მჟავა.

Masks.ge გთავაზობთ სახის ნიღბებს, რომელიც დისტიბურირებულია ამერიკის და კორეის წამყვანი ბრენდების მიერ, ყველანაერი ასაკობრივი ჯგუფისა და სახის ტიპისთვის.


კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@masks.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები