ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი *
პაროლი*

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

 

ამ ბოლო დროს კორეული კოსმეტიკია და თავის მოვლის საშუალებები საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. ამას განაპირობებს ის, რომ კორეული პროდუქტები იაფია და არ მოითხოვს ზედმეტ დროს და ენერგიას.

 კორეელები კანის მოვლის ნამდვილი ოსტატები არიან და ეს ჩვენც შევამჩნიეთ. BBC News-ის თანახმად, სამხრეთ კორეელი ქალები თავისი შემოსავლის ორჯერ უფრო მეტს ხარჯავენ კანის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, ვიდრე ამერიკელი ქალები. ასევე, სამხრეთ კორეელი მამაკაცები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ კანის მოვლაში, ვიდრე ნებისნიერ სხვა ქვეყანაში. აი რას ქვია ნამდვილი თავდადება.

მაგრამ რატომ არის „კორეული სილამაზე“ ასეთი პოპულარული? კორეული პროდუქტები ჩვენსას ჯობია თუ ეს ყველაფერი უბრალოდ კაი რეკლამაა?

კორეული კულტურა

მთლიანობაში, კორეული კულტურა ურბანული და კონსერვატიულია. მათ ყურადღება გამახვილებული აქვთ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოდგენაზე, იქნება ეს სამსახურში, სკოლოში თუ თავისუფალი დროის დროს.  ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი გარეგნობაა.  ეს ხალხი ძალინ წინ წასულია მოდაში და ყოველთვის ელოდებიან ახალ ტრენდებს.  ეს ადვილიცაა, რადგან როდესაც რამე ახალი ტრენდი შემოდის, ყველა მას მისდევს.

რაც შეეხება კანის მოვლას.

ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან შესაბამის ტექნიკას, მაგალითად კანის აქერცვლა, დატენიანება და მზისგან დაცვა, ისე, რომ ეს მათ ჩვევაში გადასდით.

და ეს არ ეხება მხოლოდ გოგოებს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბიჭებიც აქტიურად არიან კანის მოვლაში ჩართული. კაცებისთვის პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაირსახეობაა. სამხედრო პირებისთვისაც კი არის სპეციალურად დამზადებული კანის მოვლის საშუალებები.

მოკლედ რომ ვთქვათ, კორეაში კანის მოვლა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაღაზიები ყველგანაა, ქალაქის ყველა კუთხიდან დაწყებლი, მიწისქვეშა გადასასვლელებით დამთავრებული. 

მათ კანის მოვლის განსხვავებული მიდგომაც აქვთ. ისინი პრობლემას ზედაპირეულად კიარა, ძირფესვიანად აღმოფხვრიან. ამაში შედის მზის დამცავის SPF 30+ გამოყენება და დატენიანება მანამ, სანამ მუქი წერტილები და ნაოჭები გამოჩნდება.  ისინი არ ჯერდებიან ნაკლის უბრალოდ მაკიაჟით დაფარვას და საუკეთესოს იმედით ყოფნას.

მათ სჯერათ, რომ დროის და ძალისწმევის წყალობით, თქვენი კანი თქვენ დაგემორჩილებათ. ეს მიდგომა დაგიზოგავთ დროს და ფულს, თქვენი კანი კი იქნება ჯანსაღი და მოვლილი.

კორეული სპა (K-Spa)

კორეული სილამაზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კორეული სპა (jimjilbang) ითვლება. ის საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული ამერიკული და ევროპული სპასგან.

აქ ეს სიამოვნება ძვირია და უმეტესობა განსაკუთრებული შემთხვევისთვის აძლევს თავს აქ ინებივრობის უფლებას. სპას ხსენებაზე ყველას ფუმფულა ხალათები, ბნელი, წყნარი ოთახები და თვალებზე დადებული კიტრები გვახსენდება.

კორეაში ეს ცოტა სხვაგვარადაა.

პირველ რიგში ის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია და 24 საათი ღიაა, ასე რომ ყველას შეუძლია სარგებლობა.

ხალხი აქ მიდის ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. შეგიძლიათ მთელი დღე იყოთ, უყუროთ ტელევიზორს, წახვიდეთ რესტორნებში, რომელიბიც სპას შიგნითაა.

აუზი/ ჯაკუზი

შესვლამდე აუცილებლად შხაპი უნდა მიიღოთ.

შიგნით გელოდებათ აუზები და ჯაკუზები, წყალი ზოგში ყინულივით ცივია, ზოგში კი მდუღარე ცხელი. ყველა აუზს თავისი დანიშნულება აქვს, იქნება ეს ცირკულაციის გაზრდა თუ კუნთების მოდუნება. ზოგი შეიძლება ავსებული იყოს მინერალებით ან კანისთვის სასარგებლო ბალახეულის ექსტრაქტით, მაგალითად ეპსომის მარილებით ან ლავანდის ზეთით.

სხულის სკრაბიები და მკურნალობა

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სხეულის სკრაბი თუ გაქვთ სერიოზული ექსფოლიაცია. (კანის აქერცვლა)

პერსონალი მთელ სხეულს დაგიმუშავებთ იტალიური პირსახოცით. სპაში პროცედურების უმეტესობა სრულდება შამპუნით და სწრაფი თავის და კისრის მასაჟით. თქვენ კანს ისეთი მბზივნარება ექნება, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენდით.

საუნა/ოთახები

აუზების მსგავსად, თითოეულ საუნას თავისი უპირატესობა აქვს, როგორიცაა დასვენება, მკურნალობა და გაახალგაზრდავება. რეკომენდირებულია 10-20 წუთის ფარგლებში. ქვევით ნახავთ სხვადასხვა საუნების ჩამონათვალს და ფუნქციას:

  • ჰიმალაიური მარილი: შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა რკინა, მაგნეზიუმი და კალიუმი, რომ გამოასწოროს რესპირატორიული სისტემა და ცირკულაცია. არის რელაქსაციისთვის და ეხმარეკა კანს კონდენსირებაში.
  • თიხა: ეხმარება რელაქსაციაში და დეტოქსიკაციაში.
  • Jade: კარგია ჯანმრთელობისთვის, ხსნის სტრესს და კარგია ართრიტისთვის.
  • ყინული: ამაგრებს კანს, ხურავს ფორებს.
  • ბულგამა: იგივე „ცხელი ოფლის ოთახი“ არის როგორც პიცის ღუმელი, ოღონდ თქვენი კანისთვის. ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ადუნებს კუნთებს და აქრობს ტოქსინებს.

რითი განსხვავდება კორეული სილამაზე?

აქ არის კიდე სხვა მახასიათებლები, რაც კორეულ სილამაზეს გამოარჩევს:

  • არის ეფექტური და ხელმისაწვდომი. კორეაში, კანის მოვლა არ არის ფუფუნება. მოთხოვნა ძალიან დიდია და ხალხი დაკვირვებული. მათ ზუსტად იციან როგორი კანის მოვლის საშუალებები უნდათ, მაგრამ არ აპირებან ამაში დიდი თანხის გადახდას. ამის გამო, კომპანიებს უწევთ საუკეთესო პროდუქტის მისაღებ ფასში გაყიდვა.
  • კვლევები ტარდება საუკეთესო ინგრედიენტების აღმოსაჩენად. ზოგადად, კორეელებს ძალიან მგრძნობიერი კანი აქვთ, ამიტომ კომპანიები ცდილობენ მათ შეთავაზონ ეფექტური და ფაქიზი ინგრედიენტები. ამას ისინი შეფასებების მოსმენის და კვლევების სახით აღწევენ.
  • შეფუთვის დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს. კორეული სილამაზის პროდუქტებს ძალიან დიდი კონკურენცია აქვთ, ამიტომ ისინი ყველანაერად უნდაცდილობენ მყიდველის ყურადღების მიპყრობას. მომხმარებლის კეთილგანწყობისთვის, ისინი ესთეტიურად სასიამოვნო დიზაინს მიმართავენ, რაც მოიცავს პანდებს, ამინეს, ყვავილებს... რაც თქვენ გაგიხარდებათ.
  • ბრენდის ლოიალურობა? ეს რა არის? იქ იმდენი არჩევანია. ადგილობრივ, კორეულ ბრენდებთან ერთად, იქ შედის ამერიკული და ევროპული პროდუქტებიც. მყიდველები არ ჯერდებიან მხოლოდ ერთ ბრენდს, მათ აბაზანაში თქვენ ვერ ნახავთ მხოლოდ ერთი ბრენდის პროდუქტებს, რადგან კორეელ მყიდველს ყუადღება გამახვილებული აქვს ახლის, უკეთესის პოვნაში. კომპანიებს უწევს სწრაფი ტემპით ახალი პროდუქტების დამზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კონკურენციას ჩამოშორდებიან. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ცდილობენ მყიდველის სურვლებზე ერთი ნაბიჯით წინ დარჩენას.

კორეელები დიდ ყურადღებას ამახვილებენ ჯანსაღ კანზე და არ ცდილობენ დეფექტების მხოლოდ დროებით გამოსწორებას. როგორც ამას ჩვენ ვშვებით მაკიაჟს საშუალები. კორეულამ სილამაზემ მთალი ამერიკა და ევროპა მოიცვა.


კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@masks.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები